NDI-ის კვლევა

NDI: იკლო მათმა რიცხვმა, ვინც პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს

საქართველოს მთავრობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, მათმა რიცხვმა, ვინც პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15%-ით დაიკლო. პოლიციის საქმიანობას NDI-ის გამოკითხულთა 36% აფასებს კარგად, მაშინ როცა, 2014 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 51% იყო.

NDI-ის კვლევის თანახმად, ახლა პოლიციის საქმიანობას საშუალოდ 45%, ხოლო ცუდად ან ძალიან ცუდად 11%. გასული წლის აპრილში პოლიციის საქმიანობას საშუალოდ აფასებდა 37%, ხოლო ცუდად ან ძალიან ცუდად - გამოკითხულთა 6%.

კომენტარები