NDI-ის კვლევა

NDI: ქართული ოცნების მხარდამჭერთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის. კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, დადებითად იმ გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომელთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას.

თავს დასაქმებულად თვლის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 23%, ხოლო 76% - არა. თავისუფალი დემოკრატების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი გამოკითხულების 30% მიიჩნევს თავს დასაქმებულად, ხოლო 69% - არა.

მთლიანად კი, გამოკითხულთა მხოლოდ 32% მიიჩნევს თავს დასაქმებულად, ხოლო 67% - არა.

კომენტარები