რეკლამა

ფუდპანდა ამერიკული კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ

ფუდპანდა

ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, ამერიკული და, რა თქმა უნდა, ქართული  სამზარეულო. ასევე არის შემთხვევები როცა უარს არ ვამბობთ სწრაფ კვებაზეც...  

საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge-ს. ფუდპანდა და მისი პარტნიორები  მომხმარებელს ყოველდღიურად სურპრიზს სთავაზობენ.

ფუდპანდა ამერიკული ბურგერების, სენდვიჩებისა და  სალათების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ბოსტნეულის ბურგერი, კლასიკური ბურგერი, ქათმის ბურგერი, ჩიზბურგერი, ბეკონბურგერი, შავი ბურგერი, იარდ ბურგერი, ფიშ ბურგერი, შემწვარი ხახვის რგოლები ტარტარის სოუსით, ყველის ჩხირები მოცხარის სოუსით, ქათმის ფრთები ბლუ ჩიიზ სოუსით, კრევეტების სალათი, ბურგერ სალათი, სოკოს კრემ სუპი და სხვა.

გიყვართ ამერიკული სამზარეულო? აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი კერძები სამი რესტორნიდან: ბურგერ ბარი, ელვისი და ბურგერ იარდი შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლებლობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულს თქვენსავე ოჯახში უმასპინძლებთ.

„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც მომხმარებელს სურპრიზებს სთავაზობენ. ვფიქრობ,  სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ - აღნიშნავს ფუდპანდას დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.

ფართო და მრავალფეროვანია ამერიკული სამზარეულო. ევროპული კულინარიის – იტალიური, ფრანგული თუ ესპანური ტრადიციების იმპორტმა ამერიკულ მიწაზე არსებითი სახეცვლილება განიცადა. საუკუნეების განმავლობაში ამერიკული სამზარეულო ივსებოდა და მდიდრდებოდა ჩინელი, აფრიკელი თუ ებრაელი იმიგრანტების მიერ. და მაინც, იმ ინგრედიენტების მრავალფეროვნების მიღმა, რომელიც თანამედროვე, განსაკუთრებით კი ახალამერიკულ სამზარეულოში გამოიყენება, არსებობს რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტი, რომელიც საფუძვლად უდევს ამერიკულ სამზარეულო ტრადიციებს. საინტერესოა, რომ ეს ინგრედიენტები ამერიკული წარმომავლობის მცენარეების პროდუქტია და არა იმპორტული კულტურების: სიმინდი, კვახი და ლობიო – სამეული, რომელსაც მკვიდრი ამერიკელები სამი დის სახელით მოიხსენიებდნენ და ფართოდ მოიხმარდნენ.

სიმინდს ამერიკელები მიირთმევენ მოხარშულს (corn on the cob), ან ბატიბუტად (popcorn), ან იყენებენ ისეთ პოპულარულ კერძებში, როგორიც არის სუკოტაში (succotash) – ჭყინტი სიმინდისა და ლობიოსგან მომზადებული კერძი. ბევრი ისეთი კერძი, რომელიც ამერიკული ნაციონალური იდენტობის ნაწილია, მზადდება ბრინჯით. ასეთია, მაგალითად, კრეოლური ჯამბალაია (jambalaya) ან „ჭუჭყიანი ბრინჯის” (dirty rice) სახელით ცნობილი კეჟონური კერძი, რომელსაც ქათმის ღვიძლით ან შიგნეულით ამზადებენ. 

ტრადიციული ამერიკული კერძები მოხარშული, ჩაქაფული ან შემწვარი ხორცის სხვადასხვა კომბინაციებისგან შედგებოდა. ამგვარი ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია ნიუ ინგლენდური მოხარშული სადილი (New England boiled dinner) – სადად მოხარშული გამოყვანილი ხორცი ბოსტნეულთან ერთად, ან ბოსტონურად გამომცხვარი ლობიო (ბეკონთან ერთად). ტექსასური ცხარე სადილი – ჩილი კონ კარნე (chili con carne) ან კრეოლური გამბო (ხორცისა და მოლუსკების ჩაქაფული), ასევე თევზის წვნიანზე დამზადებული წვნიანი – ჩაუდერი (chowder), რომლის ყველაზე ცნობილ ნაირსახეობას ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნიუ ინგლენდის შტატებში ამზადებენ (New England clam chowder).

გთავაზობთ ყველაზე  გემრიელ რეცეპტს - ღორის სტეიკი ბარბექიუ კარტოფილით

ღორის სტეიკი, მომზადების წესი და ინგრედიენტები: ღორის სუკი (ფილე) 2 ცალი (500 - 500 გრ); ნაღების კარაქი 25 გრ; ზეითუნის ზეთ 3 ს/კ; ხახვი 1 თავი; თეთრი პური (უქერქო) 100 გრ; შალფეი (ან ველური ქონდარი ) 4 ფოთოლი; ოხრახუში 3 - 5 ღერი; ლიმნის ცედრა 2 ჩ/კ;კაპერი 2 ს/კ;კვერცხი 1 ცალი; ბეკონის თხელი  ნაჭრები, 8 ცალი; ფქვილი 2 ს/კ; მშრალი ვერმუტი 100 მლ; ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი 300 მლ;

მზარეულები ტაფაზე ადნობენ ნაღების კარაქს, ამატებენ 1 კოვზ ზეითუნის ზეთს და მასში წვრილად დაჭრილ ხახვს შუშავენ დავარდისფერებამდე. ბლენდერში წვრილად დანაწევრებულ პურს, ქონდრის ან შალფეის ფოთლებს, ოხრახუშს, კაპრის წილის ნახევარს, ლიმნის ცედრასა და მოშუშულ ხახვს აბლენდერებენ შავი ხიზილალის კონსისტენციამდე. ბოლოს ურევენ  კვერცხს, ანელებენ მარილითა და წიწაკით. ღორის ორსავე ფილეს 2 - 2 გრძელ ნაჭრად ჭრიან,  იღებენ ერთს, ზედაპირზე ანაწილებენ ბლენდრში მომზადებული ფარშის ნახევარს და ზემოდან აფარებენ მეორე ასეთივე ზომის ხორცს, შემდეგ სპირალისებურად ახვევენ ბეკონს (თითოეული 4 ცალს წაიღებს) და ამაგრებენ სამზარეულო ძაფით, რომ არ დაიშალოს. გამზადებულ რულეტებს აწყობენ თუნუქის ფურცელზე, ასხამენ ზეითუნის ზეთს, დგამენ ღუმელში და 50 წუთის განმავლობაში აცხობენ 170 C ტემპერატურაზე. მზადყოფნის მომენტს ამოწმებენ კბილის ჩხირით, ნახვრეტიდან გამჭვირვალე წვენი უნდა გადმოიღვაროს.გამზადებული ხორცი ლამბაქზე გადააქვთ და სითბოს შესანარჩუნებლად ფოლგით ფარავენ.

სოუსს ხარშავენ დაბალ ცეცხლზე, ჭურჭელში, სადაც ფილე მზადდებოდა,  ხორცის მიერ შეყენებული წვენის გამოყენებით, სითხეში ნელ-ნელა ყრიან ფქვილს და გამუდმებული რევის პარალელურად,  თანმიმდევრულად ამატებენ ვერმუტს, რამდენიმე წუთში კი,_ ბულიონს, მომცრო ულუფებად.  ადუღებიდან დაახლოებით 5 წუთის  შემდეგ ურევენ დარჩენილ კაპრს და ცეცხლიდან დგამენ.

ბეკონიან ხორცს ჭრიან 2 სმ. სისქის ნაჭრებად, ალაგებენ ლამბაქზე და ასხამენ გამზადებულ სოუსს.

კომენტარები