ოკუპირებული ტერიტორიები

ე.წ დონეცკის რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა ცნო

Getty Images

ე.წ დონეცკის რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სეპარატისტი ლიდერის შესაბამისი ბრძანებულება სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს დონეცკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო.

"მინდა, მოგილოცოთ დონეცკის რესპუბლიკის შექმნის პირველი წლისთავი. ასევე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დონეცკის რესპუბლიკის მიერ. ეს მეგობრული ნაბიჯია და აფხაზური მხარე ჩვენი მეგობრობის განვითარებას შეეცდება. გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს აღიარების შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება" - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა ფაზილბეი ავიძბამ.

"ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ გვცნო რუსეთის ფედერაციამ, ასევე გვცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ვანუატუმ და ნაურუმ. ახლა დონეცკის რესპუბლიკამ გვაღარა. საუკუნეებია, ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაკავშირებს, დღევანდელი მოვლენა იმის დასტურია, რომ ჩვენი წარსული დღესაც კარგად გრძელდება" - თქვა ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა.

კომენტარები