NDI-ის კვლევა

ჯგერენაია: საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე 31%, თუ ქვეყნის წარუმატებლობა გაგრძელდება

მას [ევრაზიული კავშირის მომხრეს] ჰქონდა რაღაც ტიპის უსაფრთხოება [საბჭოთა კავშირში], რაღაც ტიპის ფულის მოჩანგვლა შეეძლო სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, მოსკოვში დადიოდა და მითები ჰქონდა თავში... სოციალური გარანტიები ჰქონდა. მას არ ახსოვს ძალიან მწვავე პრობლემები და ის ახდენს სიტუაციის რომანტიზებას. ამიტომ, მე მგონია, რომ საფრთხე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე [ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი] 31%, თუ ქვეყნის წარუმატებლობა გაგრძელდება. 

განაცხადა სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას. გამოკითხვის თანახმად, სწორედ 31% უჭერს მხარს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

კომენტარები