NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 68% სავალდებულო გენდერულ კვოტირებას მხარს უჭერს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 68% პარლამენტში სავალდებულო გენდერულ კვოტირებას მხარს უჭერს.

კითხვაზე, "რამდენად უჭერთ ან არ უჭერთ მხარს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, პარლამენტში სავალდებულო კვოტირების შემოღებას", კვლევაში მონაწილეთა 16% პასუხობს, რომ "სრულად ვუჭერ მხარს", 52% - "ვუჭერ მხარს", 13% - "არ ვუჭერ მხარს", 3% - "საერთოდ არ ვუჭერ მხარს", 15% - "არ ვიცი".

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

კომენტარები