NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 80%-ის შეფასებით, რუსეთს საქართველოზე გავლენა აქვს

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ რუსეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზე. 50%-ის აზრით, რუსეთს გარკვეული გავლენა აქვს საქართველოზე, 11%-ის შეფასებით, რუსეთს საერთოდ არ აქვს გავლენა, 8%-მა კი, არ იცის. იმ გამოკითხულების 76%, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს გავლენა აქვს, ამ გავლენას "უარყოფითად" აფასებს, ხოლო 12% - დადებითად. 

ამასთან, კითხვაზე, "რამდენად მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ წელიწადში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდოს", გამოკითხულთა 5% პასუხობს, რომ "სრულიად მოსალოდნელია", ხოლო 50%-ის აზრით, "მოსალოდნელია". კვლევაში მონაწილეთა 14% თვლის, რომ "არ არის მოსალოდნელი", 2%-ის შეფასებით, "საერთოდ არ არის მოსალოდნელი", გამოკითხულთა 29%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს (არ იცის).

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები