NDI-ის კვლევა

NDI: 55%-ის აზრით, მოსალოდნელია, 2 წელში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდოს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ რუსეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზე. 50%-ის აზრით, რუსეთს გარკვეული გავლენა აქვს საქართველოზე, 11%-ის შეფასებით, რუსეთს საერთოდ არ აქვს გავლენა, 8%-მა კი, არ იცის.

ამასთან, კითხვაზე, "რამდენად მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ წელიწადში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდოს", გამოკითხულთა 5% პასუხობს, რომ "სრულიად მოსალოდნელია", ხოლო 50%-ის აზრით, "მოსალოდნელია". კვლევაში მონაწილეთა 14% თვლის, რომ "არ არის მოსალოდნელი", 2%-ის შეფასებით, "საერთოდ არ არის მოსალოდნელი", გამოკითხულთა 29%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს (არ იცის).

გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არსებული საფრთხეა 43%. 2014 წლის აპრილში ასე დაახლოებით 50% ფიქრობდა, ხოლო 2012 წლის ნოემბერში - 25 %. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 36% მიიჩნევს, რომ "რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეა, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია". ხოლო NDI-ის გამოკითხულთა 12%-ის აზრით (უმცირესობათა დასახლებებში 50%), რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები