სროლა შვეიცარიაში

პოლიციამ შვეიცარიის ქალაქ ვურლინგენში 5 ცხედარი იპოვა

AFP

შვეიცარიაში, ციურიხის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ვურენლიგენში 5 ადამიანი მოკლეს. პოლიციამ ცხედრები საცხოვრებელ სახლში და მის გარეთ იპოვა. შეიარაღებული პირი გარდაცვლილთა შორისაა. სროლის შესახებ პოლიციას ადგილობრივებმა შეატყობინეს.

სამართალდამცველების განცხადებით, მკვლელობის მოტივი ოჯახური დავაა და შემთხვევა არაა დაკავშირებული ტერორიზმთან. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები