მთავრობის განახლებული შემადგენლობა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

მეორე არხი

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84-მა დეპუტატმა ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა, ხოლო 38 - წინააღმდეგ წავიდა. ახალ მთავრობაში სამი - თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრებია შეცვლილი.

სრული სია შემდეგია: საქართველოს პრემიერმინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი - თინათინ ხიდაშელი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ნოდარ ჯავახიშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - თამარ ბერუჩაშვილი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - დავით ბაქრაძე; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - პაატა ზაქარეიშვილი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - გელა დუმბაძე.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა 1 მაისს წარმოადგინა.

კომენტარები