დეპუტატის უფლებამოსილება

პარლამენტმა ხიდაშელს და აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თინათინ ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. გადაწყვეტილება უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წუთის წინ, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

"ამით დავემშვიდობოთ ჩვენს ორ აქტიურ წევრს და წარმატება ვუსურვოთ სხვა საქმიანობაში, თუმცა, ისინი რჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

გიგლა აგულაშვილისთვის და თინა ხიდაშელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მათი მინისტრობის კანდიდატებად წარდგენის გამო გახდა საჭირო. გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრად არის წადგენილი, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტმა დღეს უნდა იმსჯელოს.

კომენტარები