არჩევნები ბრიტანეთში

წინასწარი მონაცემებით ბრიტანეთში კონსერვატორები ლიდერობენ

REUTERS

BBC-ს მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების თანახმად, დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებზე მოქმედი პრემიერის, დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ეგზიტპოლის თანახმად, მან 650 ადგილიან თემთა პალატაში 316 მოიპოვა. მეორე ადგილზე ლეიბორისტები გავიდნენ, რომლებსაც 239 მანდატი ერგებათ. მესამე ადგილზე 58 ადგილით შოტლანდიის ეროვნულ პარტიაა.

ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ-დემოკრატებს 10 ადგილი ერგებათ, უელსის ნაციონალურ პარტია Plaid Cymru-ს 4, და ორ ორი - ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიას (UKIP) და მწვანეთა პარტიას.

ამ შემთხვევაში, კონსერვატორები დამოუკიდებლად უმრავლესობას ვერ შექმნიან და სხვა ძალებთან ალიანსზე მოლაპარაკება მოუწევთ.

კომენტარები