იემენის კრიზისი

იემენი საერთაშორისო საზოგადოებისგან მეამბოხეებთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს

AFP

იემენი საერთაშორისო საზოგადოებისგან აჯანყებულებთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, დაგვეხმარონ, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა და დაუცველი მოსახლეობა მეამბოხეების ბარბაროსული ქმედებებისგან. მათ სამიზნედ ნებისმიერი შეიძლება იქცეს, ისინი სამედიცინო ბრიგადებს დაშავებულებამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ", - ნათქვამია იემენის ელჩის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიწერილ წერილში.

რამდენიმე დღით ადრე გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ოფისის კოორდინატორმა, იოჰან ვან დერ კლააუვმა თავის მოხსენებაში იემენის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმები, რომლებიც იემენის საერთაშორისო აეროპორტისკენაც არის მიმართული, ქვეყნის დახმარების მცდელობას აფერხებს.

"აეროპორტებთან წვდომის გარეშე ჰუმანიტარული დახმარების აგენტები იემენში ჩასვლას ვერ შეძლებენ" - განაცხადა დერ კლააუვმა.

გაეროს მონაცემებით, მარტიდან იემენის დასახმარებლად იქ 300 000 პირი გაგზავნეს.

 

კომენტარები