რუსული კოსმოსური ხომალდი

რუსული კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე 8 მაისს ჩამოვარდება

NASA

რუსული კოსმოსური ხომალდი პროგრესი, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთი და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დროშა უნდა ჩაეტანა, დედამიწაზე 8 მაისს ჩამოვარდება.

შეერთებული შტატების კოსმოსური ოპერაციების ცენტრის ცნობით, ხომალდის ნარჩენები სავარაუდოდ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ჩამოვარდება.

ავტომატურ ხომალდზე კონტროლი მართვის ცენტრმა 28 აპრილს, მისი გაშვებიდან ცოტა ხნის შემდეგ დაკარგა. ტვირთის დაკარგვის გამო, საერთაშორისო სადგურზე მყოფ ასტრონავტებს ზოგიერთი მასალისა და ელემენტის მომჭირნეობით გამოყენება მოუწევთ. 

კომენტარები