რეკლამა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

გალტ & თაგარტმა ჟურნალ Global Finance-ის ჯილდო მიიღო - საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს. ჟურნალმა მე-16-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

„მხოლოდ მიმდინარე წელს, გალტ & თაგარტმა შეასრულა განმთავსებლის როლი EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებაში, ისევე როგოროც „m2 უძრავი ქონების“ ობლიგაციების გამოშვებაში, რომელიც გახლდათ ყველაზე მსხვილი საჯარო ფიქსირებული შემოსავლის მქონე განთავსება საქართველოში ამ დრომდე. ხსენებული პრესტიჟული ჯილდოს მიღება არის გალტ & თაგარტის წამყვანი როლის აღიარება, საქართველოში კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის განვითარებაში,“ - განაცხადა გალტ & თაგარტის თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები