აბსოლუტურად გამოუცდელი ადამიანები მოხვდნენ მთავრობაში... ახლა ფინანსთა მინისტრი გამოდის და ამბობს მესიჯებს, რომ შოკუნიაა და ა. შ. მათ ჰგონიათ, რომ თვალში ნაცრის შეყრით ან პოლიტიკური მანიპულაციებით შეუძლიათ მარტო 4 მილიონი ადამიანი. მათ ჰგონიათ, რომ რადგან არიან მთავრობაში, მათ აქვთ მანიპულირების უნარი. პოლიტიკა გარკვეულწილად მანიპულაცია და პიარიცაა, მაგრამ ამათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. მათ ეგონათ, რომა ასეთი განცხადებები, რასაც ახლა ვისმენთ, საზოგადოებისთვის იყო დამაჯერებელი. დროის გაწელვის ტაქტიკას მიმართავდნენ იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება... ნაციონალური მოძრაობის ინტელექტუალური რესურსი აბსოლუტურად სხვა იყო. ნაციონალური მოძრაობის დამსახურება ის იყო, რომ აბსოლუტურად უცნობი ადამიანები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკაში არც არასდროს მოსულიყვნენ, ეს ხალხი უცბად გამოჩნდა... თუნდაც ისინი, ვინც დღეს უკრაინაში არიან, მე მათი გვარებიც არ ვიცოდი... უცებ ამ ადამიანებს აღმოაჩნდათ საკმაოდ კარგი განათლება, ცოდნა, მენეჯერული უნარი... დღევანდელი საკადრო რესურსი გაცილებით მწირი და ღარიბია, ვიდრე თუნდაც შევარდნაძის დროინდელი. თუნდაც მოქალაქეთა კავშირის რესურსი, თუნდაც კორუმპირებული ჩინოვნიკები.... მაგრამ, თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით გაცილებით დიდი იყო, ვიდრე დღევანდელი მთავრობის... ჩვენ ვხედავთ, რომ არავითარი საკადრო რესურსი არ არსებობს. არის ძალიან დაბალი ინტელექტუალური პოტენციალი და განათლების დაბალი დონე იმ გარემოცვაში, რომელიც შეიძლება დღეს მოიაზრებოდეს ხელსუფლების ამა თუ იმ რგოლში. 20 კაცი მთავრობის შემადგენლობაში ურთულესი დასაკომპლექტებელია ამ პოლიტიკური გუნდით. თქვენ წარმოიდგინეთ, რა იქნება ქვედა დონეებზე, მეორე ეშელონი და შემდეგ ადგილობრივ დონებზე. ფაქტობრივად, არის სრული არაპროფესიონალიზმი... მოუნდება კი ვინმეს ამ გუნდის წევრობა? საქართველოში 60-მდე უნივერსიტეტია და შეუძლებელია რომ ერთი-ორი ინტელექტუალი იქ არ იყოს. 100-მდე მმართველი, კარგი მენეჯერი საქართველოში ყოველთვის მოიძებნება. მაგრამ ხელისუფლების კრიზისის ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ ადამიანებს ხელისუფლებასთან ასოცირება არ უნდათ...
tbl.ge/idv
დაკოპირდა
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მთავრობის ინტელექტუალური პოტენციალის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- გოცირიძე NDI-ზე: ხალხი ითხოვს ცვლილებას და ამ ცვლილებას მოითხოვს ხელისუფლების შეცვლით
- გოცირიძე ბახტაძეზე: როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არ გეკითხებათ გადაყენებას
- გოცირიძე: მას მერე რაც კობერიძემ უმრავლესობა დატოვა, მის ეზოში პირველად აყვავდა ნუშის ხე
- გოცირიძე: პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობის სხდომაზე, ცხვირწინ მიუხურავენ კარს
- გოცირიძე წულუკიანზე: რამდენიც ზემოთ არის, ორი იმდენი არის ქვემოთ