გაზის ტარიფი

ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირება მაისშიც გაგრძელდება

http://globe-views.com

პირველი მაისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომერციული აბონენტებისთვის არ გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, სამინისტრო მაისშიც გააგრძელებს ტარიფის სუბსიდირებას. სუბსიდიის მოცულობა თვეში დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს. 

ტარიფის სუბსიდირება მარტში დაიწყო, მაშინ ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ ტარიფის სუბსიდირება მხოლოდ ორ თვეს გასტანდა და პირველი მაისიდან შეწყდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სამინისტრო ამ ეტაპზე ტარიფის სუბსიდირების პროექტიდან გამოსვლას არ გეგმავს. 

კომერციული აბონენტებისთვის ტარიფის სუბსიდირება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ფინანსებით ხორციელდება, რომელიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ენერგოსისტემის განვითარებას მოხმარებოდა. ტარიფის სუბსიდირებას სხვა უარყოფითი ეფექტიც აქვს, რადგანაც ამ დროს სახელმწიფო მსხვილ კომპანიებს ხელოვნურად უქმნის საბაზრო ფასზე უკეთეს პირობებს, რაშიც სახელმწიფოს ფინანსები იხარჯება. 

კომენტარები