ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი: როცა ნორმალური ხალხი დაბრუნდება მთავრობაში, სიტუაცია შემობრუნდება

ტრადიციულად ასაბუთებენ ადვოკატები, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაშია, რისი საჭიროებაც დღეს არ არსებობს. ყველამ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ გიგისთან მიმართებით მდაბიური გამოსავალი იპოვა. საზოგადოებაში პესიმიზმი გაჩნდა, რომ ტარიფები გაიზრდება და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ სიტუაცია არ არის პესიმისტური. როდესაც ნორმალური ხალხი დაბრუნდება მთავრობაში, სიტუაცია შემობრუნდება. ეს უკრაინამაც დაამტკიცა, როდესაც რამდენიმე პირმა სიტუაცია უკრაინაში გამოასწორა. როდესაც ეს ხალხი დაბრუნდება, ვინც ამ ხროვის ნათესავი არ არის, სიტუაცია საქართველოში უკეთესობისკენ წავა.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე.

კომენტარები