ცხადია, ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ივანიშვილი ცდილობს ღარიბაშვილის კადრების გაშვებას. ამ ცვლილებას ცხადია, არანაირი არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ლარი ყოველდღე უფასურდება, როდესაც ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება, ამ დროს, ივანიშვილი არის დაკავებული იმით, რომ ღარიბაშვილის კადრებს ანაცვლებს თავისი, უფრო ერთგული კადრებით. ეს არის და ეს. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ამ შექმნილი ვითარებიდან არის ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად უნდა შეიცვალოს და უნდა წავიდეს.
tbl.ge/xrm
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტიდან ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომაზე.
ამავე თემაზე
- ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა
- მდინარაძე: უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ იონათამიშვილის კანდიდატურა წარვადგინე
- გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი
- ზვიად ყიფიანი: ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება
- მდინარაძე: პრემიერსაც მივწერე, ტყუილია, რომ ჯანდაცვის მინისტრად ზვიად ყიფიანს წარადგენს




