სამთავრობო ცვლილებები

ხიდაშელი: ხოკრიშვილი იყო წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის

პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომა გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომასთან არაფერ კავშირში არ არის. მე არ ვიცოდი, ეს ჩემთვის აბსოლუტურად სიურპრიზი იყო. ვწუხვარ ძალიან, მე ვფიქრობ, რომ გუჯა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის... არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, ველოდები თუ არა კიდევ ცვლილებებს [მინისტრთა კაბინეტში]. მე არც გუჯას ცვლილებას ველოდებოდი, მაგრამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტიდან ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომაზე.

კომენტარები