დღევანდელი ხელისუფლების უნაითო პოლიტიკის შედეგია ის, რომ ენერგოკომპანიები უკვე ითხოვენ ტარიფის ზრდას და პრემიერმინისტრი ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ პრობლემებზე იმუშაოს, ცდილობს, დაფაროს, დამალოს და უკანონოდ მოუწოდებს საქმეში ჩართულ მხარეებს, რატომ გაასაჯაროვეს აღნიშნული მიმოწერა. კანონის მიხედვით, არათუ საქმის წარმოებაა საჯარო, არამედ, მარეგულირებელი კომისიის ნებისმიერი სხდომა არის საჯარო მოქალაქეებისთვის, სადაც განსაკუთრებით, იხილება ტარიფის შესაძლო ზრდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ჩაიხედოს, ერთი მხრივ, კანონში და, მეორე მხრივ, გააკეთოს და გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომ თავიდან იქნას აცილებული ტარიფის ზრდა.
tbl.ge/ygw
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა პრემიერმინისტრის მიმართვაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სემეკს, ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგო-პრო ჯორჯიას მოუწოდა, შიდა საუბრები საჯარო აღარ გახადონ, ვინაიდან ეს, მისი შეფასებით, მოსახლეობას ძაბავს.
ამავე თემაზე
- სად მიდის დენის გაძვირებით მიღებული თანხა - ოპოზიციის ალიანსი
- დენის მოხმარების ზრდას ივანიშვილთან დაკავშირებული კრიპტომაინინგი იწვევს - ბაკარაძე
- აღარ იქნება ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები - სემეკი დენის ფასის ზრდაზე
- სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე
- თბილისსა და რეგიონებში დენის ფასი 5 თეთრით გაიზრდება




