მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, არარეალურმა დაპირებებმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა გასცა, ფაქტობრივად, ეს [ენერგეტიკის] დარგი კოლაფსამდე მიიყვანა. არაპროფესიონალიზმმა, რომელსაც მინისტრი ახორციელებს... არცერთი სერიოზული ახალი, ხაზს ვუსვამ, ახალი პროექტი არ დაწყებულა. ეს ყველა პროექტი ჯერ კიდევ 2012 წლამდე იყო დაწყებული. ეს სფერო ნელ-ნელა უკან მიდის და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით. იმედი მაქვს, რომ 2003 წლამდე არ დააბრუნებენ, როცა უშუქობა ცხოვრების წესი იყო და ფულის კეთება იყო უშუქობაზე, მაგრამ ბევრი არაფერი აკლია ამას. თუ ეს დაპირისპირება არსებობს, არ ვიცი. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ჯიბის ხარჯზე და ამ დაპირისპირებას კალაძე - ღარიბაშვილს დაარქმევთ, თუ ღარიბაშვილი - კალაძეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი ჩვენი ქართველი თანამოქალაქეების გადასახდელია.
tbl.ge/jvb
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დენის ტარიფთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრსა და პრემიერს შორის დაპირისპირება არსებობს.
ამავე თემაზე
- სად მიდის დენის გაძვირებით მიღებული თანხა - ოპოზიციის ალიანსი
- დენის მოხმარების ზრდას ივანიშვილთან დაკავშირებული კრიპტომაინინგი იწვევს - ბაკარაძე
- აღარ იქნება ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები - სემეკი დენის ფასის ზრდაზე
- სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე
- თბილისსა და რეგიონებში დენის ფასი 5 თეთრით გაიზრდება




