პირველკლასელთა რეგისტრაცია

სანიკიძე: ენმ-ის ინიციატივა პირველკლასელებთან დაკავშირებით, პროვოკაციაა

ტაბულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 5 წლის ბავშვების სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში, წინა პლანზე წამოიწევა ბავშვების უფლებები და პარლამენტი ამაზე გააგრძელებს მსჯელობას, თუმცა, არსებობს მოქმედი კანონმდებლობა, რის ფარგლებშიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ კონკრეტული პროცედურები. ამ პროცედურების და ახალი მიდგომების ფარგლებში, დამერწმუნეთ, ჩემი მხრიდან არ იქნება არცერთი დაზარალებული მოსწავლე", - თქვა მინისტრმა.

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა 5 წლის ბავშვები წელს სწავლის დაწყებას. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც 6 წლამდე ბავშვებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი კი განათლების სამინისტროს ურჩევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყოს "ხისტი". 

კომენტარები