ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში

ბელარუსის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

Belarussian President Alexander Lukashenko speaks to the media at a polling station during local election in Minsk
Vasily Fedosenko / REUTERS

ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოს ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიცე პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და ბელორუსიაში საქართველოს ელჩი დავით კორტია დახვდნენ.

ლუკაშენკოს დღეს საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფრენციას გამართავენ. ალექსანდრე ლუკაშენკო ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქს შეხვედება, ხვალ კი აჭარაში გაემგზავრება, სადაც აჭარის ავტონომოური რესპუბლიკის თავმჯდომარეს შეხვდება. ლუკაშენკოს ვიზიტი 24 აპრილს დასრულდება. 

კომენტარები