ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი გადააყენა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი თანამდებობიდან გადააყენა.

ცხინვალში აცხადებენ, რომ თიბილოვმა ეს გადაწყვეტილება სანაკოევს შეუთანხმა. გადაწყვეტილების მიზეზები თიბილოვს არ განუმარტავს.

მარტში ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა იმ მოტივით, რომ მოსკოვთან ე.წ ხელშეკრულების პროექტში სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაციის ინტერესები საკმარისად არ გაითვალისწინა.

კომენტარები