ყირიმის ანექსია

ლავროვი: ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მეზობლებს არ უნდა ეშინოდეთ

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

ყირიმის რუსეთთან შეერთების გამო რუსეთის მეზობლებს არ უნდა ეშინოდეთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, ყირიმის ანექსიის შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა იმის გამო მიიღო, რომ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. მან რუსეთისთვის მთავარ საფრთხედ ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, მთავარ მტრად კი, ისლამური სახელმწიფო გამოაცხადა. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას უნიტარულობაზე და ფედერალური და ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს. 

"თუ ყირიმზე საუბრობთ, როგორც ვიღაცისთვის შეშფოთების საფუძველზე, პუტინმა ხომ ძალიან დეტალურად განმარტა, როგორც ხდებოდა ეს ყველაფერი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მიხვდა, რა ხალხი მოვიდა უკრაინის ხელისუფლებაში, როგორ გათელეს მათ ფეხქვეშ საკუთარი დაპირებები და დასავლეთის გარანტიები 21 თებერვლის დოკუმენტზე, როდესაც დაიწყო მოწოდებები რუსების ყირიმიდან განდევნის შესახებ, მხოლოდ მაშინ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება და ჩვენს მეზობლებს ეს შესანიშნავად ესმით", - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები