აფრასიძეების საქმე

აფრასიძეების საქმეზე გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელს კითხავენ

facebook.com/OfficialPOG

მთავარ პროკურატურაში გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელს კითხავენ. საგამოძიებო უწყებას ზურაბ ქაჯაიასთან კითხვა აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით აქვს. ქაჯაია გუშინაც დაკითხეს და ის უწყებაში აეროპორტიდან წაიყვანეს. სპეცრაზმის ყოფილი უფროსი უკრაინაში, გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით მიდიოდა.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ ვერ მოგცემთ ინფორმაციას, რადგან ამაზე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. გუშინ უკრაინაში მივფრინავდი, რადგან ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც აფხაზეთში ვიბრძოდი, გარდაიცვალა და ალბათ იცით თქვენ. იქ მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მინდოდა ჩასვლა, რომ ერთად გადმოგვესვენებინა", - თქვა ქაჯაიამ.

გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი უფროსის დაკითხვის ფაქტს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გივი თარგამაძის თქმით, სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, ისევე როგორც საქმეზე დაკითხულ 100-ზე მეტ პირს, სთხოვენ, ჩვენება გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მისცენ.

კომენტარები