სამთავრობო ცვლილებები

ივანიშვილი: ჯავახიშვილს ჩემ გარეშეც ძალიან საინტერესო საკუთარი ისტორია აქვს

ნოდარ ჯავახიშვილს აქვს ძალიან საინტერესო საკუთარი ისტორია ყოველგვარი ახალი ხელისუფლებისა და ყოველგვარი ივანიშვილის გარეშე. ნოდარ ჯავახიშვილი გახლდათ ეროვნული ბანკის მმართველი და იმ პერიოდის ხელისუფლებას თუ გააანალიზებთ, შეიძლება, ყველაზე პრინციპულ პიროვნებადაც წარმოგიჩინდეთ. ნოდარ ჯავახიშვილი არის კარგი პროფესიონალი, ძალიან პრინციპული და თუ დაინიშნა, მე პირადად მივესალმები.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნოდარ ჯავახიშვილის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნაზე. ჟურნალისტებმა ივანიშვილს ჰკითხეს, მინისტრად მისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილი პრემიერი მთავრობაზე გავლენას ინარჩუნებს.

კომენტარები