დაპირისპირება გურჯაანში

პრემიერი: დაუშვებელია, რომ ოპოზიცია გურჯაანის გამგეობაში მისვლას ბედავს

ეს არის ყოვლად დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ე.წ ოპოზიციის წევრები ბედავენ, მიდიან გურჯაანის რაიონის გამგეობაში. ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს, რომ მოახდინეს პირდაპირ ჩარევა გამგეობის მუშაობაში. მოახდინეს პარალიზება, უფრო სწორად, ჰქონდათ მცდელობა და მერე ნახეთ ყველამ, როგორ უპასუხა, მე ვიტყოდი, სამართლიანად და ადეკვატურად, გურჯაანის მოსახლეობამ და ხალხმა. ჩემთვის არის მიუღებელი ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს არის კვერცხების სროლა და ა.შ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაიმახსოვროს - ქართველი ხალხი არასოდეს აღარ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის, ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას და სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის გამგეობაში მომხდარ ინციდენტზე.

კომენტარები