ქართველი მებრძოლი უკრაინაში

უკრაინაში დაღუპულ ქართველს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ

http://garbonline.tv/

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს გიორგი ჯანელიძეს საქართველოში სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. დავით ჯალაღანიას ცნობით, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები ფორმალობების მოსაგვარებლად მუშაობენ.

უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მინდია ჯანელიძის თქმით, გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.

გიორგი ჯანელიძე უკრაინაში სადაზვერვო ოპერაციის დროს დაიღუპა. შეტაკების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის სტაბილურია.

კომენტარები