თეორემა

ისლამური სახელმწიფო - გენოციდი ალაჰის სახელით

ალაჰუ აკბარ - ამ შეძახილის გაგონებისთანავე თავისუფალ ქვეყნებში თავისუფალი ადამიანები უკვე საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაცვაზე ფიქრობენ. ალაჰუ აკბარ - ეს შეძახილი ჩვეულებრივ ყოველდღე ისმის ისლამურ ქვეყნებში, მაგრამ სირიასა და ერაყში ამ შეძახილს ხშირად ადამიანების მკვლელობა მოჰყვება. ალაჰის სახელით ათეულათასობით სუნიტი მებრძოლი ქრისტიანებსა და შიიტ მუსლიმებს ანადგურებენ. საქართველოში ამ შემზარავი სისხლისღვრის შესახებ ბევრმა სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.

სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციაშიერთ-ერთ წამყვან პოზიციას ქართული არმიის ყოფილი ოფიცერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი, იგივე ჟღალწვერა ეშმაკი იკავებს. ბათირაშვილთან ერთად სირიაში პანკისის ხეობიდან წასული საქართველოს რამდენიმე ათეული მებრძოლიცაა.

რა ძალებს ფლობს, როგორ იზრდება ე.წ. ისლამური სახელმწიფო და რა სტრატეგია უნდა აირჩიოს დასავლეთმა მის დასამარცხებლად? ამ თემებზე ვსაუბრობთ სტუმრებთან ერთად - პოლიტოლოგი გია ნოდია, გრასის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი დავით სიხარულიძე და საზოგადოება ივერიას წარმომადგენელი ნიკა ვაშაკიძე.

კომენტარები