სირია

გაეროს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ვიდეომტკიცებულებები წარუდგინეს

გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ვიდეომტკიცებულებები წარუდგინეს. კადრებში ჩანს დაღუპულების ცხედრები  გარეგნული დაზიანებების გარეშე. ასევე დაფიქსირებულია, როგორც ცდილობენ ექიმები მოწამლულთა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენას. ექიმების ცნობით, ადამიანები ქლორით მოიწამლნენ. გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის სამანტა პაუერის განცხადებთ, ამ კადრების ნახვის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრები ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მომწამლავი ნივთიერებით სავსე კასრები სამხედრო თვითმფრინავიდან გადმოყარეს. ეს იდლიბის პროვინციაში სოფელ სარმინში მოხდა. თუმცა, სირიის მთავრობამ ამ ინციდენტში მონაწილეობა უარყო. ქვეყნის ხელისუფლებამ 2013 წელს მის ხელში არსებული მთელი ქიმიური იარაღის განადგურების ვალდებულება აიღო.

კომენტარები