მიგრანტების მკვლელობა

მუსლიმმა მიგრანტებმა 12 ქრისტიანი მგზავრი ზღვაში დაახრჩვეს

AFP

მუსლიმმა მიგრანტებმა, რომლებიც ლიბიიდან იტალიაში გემით გადადიოდნენ, 12 მგზავრი ზღვაში გადააგდეს, იმ მიზეზით, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. თორმეტივე მათგანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის პოლიცია ავრცელებს.

პალერმოს პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 15 ადამიანი დააკავა. ისინი წარმომავლობით კოტ-დ'იუვარიდან, მალიდან და სენეგალიდან არიან. გემზე სულ 105 ადამიანი იყო. დანარჩენი მგზავრების თქმით, ისინი იმიტომ გადაურჩნენ დახრჩობას, რომ ეჭვმიტანილებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

პოლიციის თქმით, 12 დაღუპული ადამიანი წარმომავლობით ნიგერიიდან და განიდან იყვნენ.

კომენტარები