პარლამენტში სესია ჩაიშალა. პროტესტის ნიშნად რეგისტრაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არ გაიარეს.
ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ნაკანი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და პლენარულ სხდომაზე არდასწრება პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
კახაბერ ნაკანი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა დაკავებული. მან გუშინ თვითმკვლელობა სცადა.