ფოკუსი

16 აპრილი,2015

- სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა თვითმკვლელობა სცადა - კახაბერ ნაკანი ე.წ. კორტების საქმეზეა დაკავებული. სამართალდამცავთა ლიგის ინფორმაციით, მან ვენები გადაიჭრა, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კახაბერ ნაკანი 7 სპეცრაზმელთან და სამ პოლიციელთან ერთად განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 თებერვალს დააკავეს.

- 2012 წლიდან საქართველოში ძებნილ პირთა ექსტრადირების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება - მონაცემებს ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. IDFI იმასაც აღნიშნავს, რომ პროკურატურა ბოლო წლებში ნაკლებ წარმატებას აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს კონკულტანტებისა და მრჩეველების დაქირავებისთვის. ექსტრადაციაზე თანხმობის მაჩვენებლის შემცირებაში რაიმე საგანგაშოს ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრი.

- შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობიდან სირიაში არასრულწლოვნის წასვლის ფაქტს კიდევ ერთხელ მესაზღვრის შეცდომას უკავშირებს. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ახალგაზრდების სირიაში წასვლა ძველი პრობლემაა და სამინისტრო მის მოგვარებაზე მუშაობს.

- გასული შვიდი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოს საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე ნელა გაიზრდება. მსოფლიო სავალუტო ფონდმა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2-% მდე დაწია. მმართველი გუნდი კი აპირებს, დაელოდოს პირველი კვარტლის მონაცემებს. ამის შემდეგ გადაწყდება, რა მიმართულებით გადაიხედება ბიუჯეტი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

კომენტარები