ფოკუსი

14 აპრილი, 2015

- იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიაში აღარ იძებნება. ჯერჯერობით უცნობია, შეწყდა თუ არა ადეიშვილის ძებნა. ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან მოხსნის მოთხოვნით ინტერპოლს დაცვის მხარემ მიმართა, თუმცა, ადვოკატს ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია. ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ ინფორმაცია არ აქვს იუსტიციის მინისტრის მაოდგილეს.
- სექტემბრიდან გალში შესაძლოა ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალოს. აფხაზთა კრების წევრების თქმით, გალის მცხოვრებლებმა მათ უშუალოდ დაუდასტურეს, რომ ახალი სასწავლო წლიდან 11 სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება შეწყდება. დაიცავი დედაენა - ამ მოწოდებით აფხაზთა კრების წევრებმა აქცია დედაენის ბაღში გამართეს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მოუწოდებს, დანაზოგი საკუთარი პრემიებისა და დანამატების ხარჯზე გააკეთოს და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ბავშვის 10-ლარიანი დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს. ზურაბ ჭიაბერიაშვილი ამბობს, რომ დაანონსებული დანამატი ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ უკვე 'შეჭამა', თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე ვერ ასახელებს თარიღს, ზუსტად როდის დაიწყება ბავშვის 10-ლარიანი დანამატის გაცემა.
- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის თქმით, 1-ლი აპრილიდან მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის გადამოწმებას გულისხმობს, 10 ლარიანი დახმარების დამატება კი ამის შემდეგ მოხდება.
-შალვა აბულაძე პოლიციელის მკვლელობას არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, აბულაძე სასამართლო პროცესზე ბრალდებას ზეწოლის გამო დაეთანხმა.
- დედაენის ბაღში, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები თბილისის მერს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები დავით ნარმანიასგან პოზიციის დაფიქსირებასა და ძეგლის ნგრევის შეჩერებას ითხოვდნენ. ისინი პანორამა თბილისის პროექტსაც აპროტესტებდნენ. თბილისის მერი დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

კომენტარები