რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ხელფასებისა და პენსიების გასაზრდელად 9.5 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ამას ითვალისწინებს ე.წ. შეთახმება, რომელსაც დღეს რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ფინანსთა სამინისტროსთან გააფორმებს.
აფხაზეთში რუსულ პენსიას 32 ათასი მოქალაქე იღებს. სულ წელს სოხუმმა მოსკოვისგან 76 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა მიიღოს. თუმცა, როგორც პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი მარიონეტულ რეჟიმს დაჰპირდა, შესაძლოა, ეს თანხა 96 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.





