ოკუპირებული ტერიტორიები

სანიკიძე: სექტემბრიდან გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით არ დასტურდება.

"ინფორმაცია ამ სახით, რომ სექტემბრიდან აიკრძალება ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში, არ დასტურდება. რესურსცენტრთანაც გვქონდა ურთიერთობა და გვქონდა პედაგოგებთან და სკოლის წარმომადგენლებთან, ვისგანაც შეიძლებოდა, ამ საკითხის შესახებ კონკრეტული პასუხები მიგვეღო. საბედნიეროდ, ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება, დადგეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისთვის, რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ", - თქვა სანიკიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, გალში ქართული ენის სწავლება სექტემბრიდან აიკრძალება.

კომენტარები