ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი გერმანიაში, ქალაქ ლიუბეკის საავადმყოფოში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრასი 1927 წელს დაიბადა, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მსოფლიო პოპულარობა მას რომანმა "თუნუქის დოლმა" მოუტანა, რომელიც ნაცისტური გერმანიის ცხოვრებას აღწერდა.
გრასის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებს შორისაა ასევე კატა-თაგვობანა და ძაღლის წლები.
ბოლო წლებში გრასი სკანდალებში არაერთხელ გაეხვა - მეორე მსოფლიო ომის დროს SS-ის ქვედანაყოფებში მისი თითქოსდა წევრობისა და მის მიერ ისრაელის სახელმწიფოს პოზიციის კრიტიკის გამო.





