თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში... სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა, ხოლო ავი სიტყვა ეშმაკისეული გამოვლინებაა. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: ,,მე გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას (ანუ მოყვასს), სამართალში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა (უგუნურო), სინედრიონის (სამსჯავროს) უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო (ცოფო, უსინდისო), ცეცხლის გეენიაში უნდა ჩავარდეს (მათე. 5,22)
tbl.ge/6u0
დაკოპირდა
ილია II-ს 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი: პატრიარქმა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა
- პატრიარქი: თვითმკვლელები თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ
- პატრიარქი: აბორტი მომაკვდინებელი დანაშაულია და არა მხოლოდ მშობლების
- პატრიარქი: სუფრა ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, - ფარისევლურ ქება-დიდებად
- პატრიარქი: ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას სათამაშო ბიზნესზე