ვენესუელის ეკონომიკა

ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდი გამოილია

Getty Images

ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტია. უკვე რამდნეიმე თვეა, რაც ვენესუელის ტურისტული სააგენტოები ვიზიტორებს სთხოვენ, რომ ქვეყანაში საკუთარი ტუალეტის ქაღალდით ჩავიდნენ. ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი მართული ეკონომიკის შედეგია, რის გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს საჭირო რაოდენობის პროდუქციას ვერ აწვდის. ვენესუელაში უკვე წლებია, რაც მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. ვენესუელის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელზე - ნავთობზე ფასების შემცირებაც უარყოფითად აისახება. 

მართული ეკონომიკის პირობებში მთავრობას მოსახლოებაზე ზრუნვის მოტივით ხელოვნური ფასის დაწესება შეუძლია. ვენესუელის მთავრობა ფიქრობდა, რომ ტუალეტის ქაღალდი ღარიბებისთვის საკმაოდ ძვირი ღირდა, რის გამოც მთავრობა ამ ბაზრის მოქმედებაში ხელოვნურად ჩაერია. სახელმწიფოებს ფასში ჩარევა რამდენიმე ძირითადი გზით შეუძლიათ. გზა რომელიც ტუალეტის ქაღალდთან მიმართებით ვენესეულამ აირჩია მაქსიმალური ფასის დაწესებაა. თუკი ტუალეტის ქაღალდის საბაზრო ფასი იყო X ზღვრული ფასის დაწესების შემდეგ ის პირობითად 2/3 X გახდა, რაც მთავრობის შეფასებით ფასის 1/3-ით შემცირებას და მოსახლოებისთვის ტუალეტის ქაღალდის გაიაფებას გამოიწვევს, თუმცა რეალურად საპირისპირო რამ ხდება. საბაზრო ფასში ჩარევა ამ პროდუქტის დეფიციტს იწვევს.

თუკი ადრე ტუალეტის ქაღალდის ფასი იყო X ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი რაღაც რაოდენობის ტუალეტის ქაღალდს აწვდიდა ბაზარს, თუმცა მას შემდეგ რაც ზღვრული ფასი დადგინდა კერძო სექტორს აღარ შეუძლია ტუალეტის ქაღალდის ძველ ფასად გაყიდვა, რის გამოც კერძო სექტორში იკლებს იმის მოტივაცია, რომ მათ ტუალეტის ქაღალდი აწარმოონ, რაც თავისმხრივ იწვევს, იმას რომ ბაზარზს ახლა უფრო ცოტა რაოდენობის ტუალეტის ქაღალდი მიეწოდება, ვიდრე აქამდე მიეწოდებოდა, რაც ამ პროდუქტის დეფიციტს იწვევს.

CNN-ის ცნობით ვენესუელაში სხვა პროდუქტებთან ერთად პრეზერვატივების დიდი დეფიციტია, რის გამოც ერთი შეკვრა პრეზერვატივი $755 ღირს, რაც საშუალო ვენესეულელი მშრომელის ერთი თვის ხელფასს აღემატება. ივნისში ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში პრეზერვატივების ახალი ქარხანა გაიხსნება, რაც ბაზარზე არსებულ დეფიციტს დააბალანსებს. 

მართული ეკონომიკის პირობებში მსგავსი დეფიციტების ათსობით შემთხვევა არსებობს, მაგალითად საბჭოთა კავშირის წიწიბურის დეფიციტი, როდესაც წიწიბურის ოფიციალური ფასი მხოლოდ კაპიკებს შეადგენდა, თუმცა მოსახლოებას მისი შეძენა გაცილებით ძვირად და მხოლოდ დახლქვეშ შეეძლო. ამის მაგალითს წარმოადგენს 90-იანების დასაწყისში საქართველოში არსებული პურის დეფიციტი, როდესაც პურის გამოცხობა მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო და მასზე მაქსიმალური ფასი იყო დაწესებული, რის გამოც მაღაზიებს პური შეზღუდული რაოდნეობით მიეწოდებოდა, რაც მასზე რიგების წარმოშობას იწვევდა.

ვენესუელაში დღეს მოსფლიოში ყველაზე იაფი საწვავია. ბაზარზე ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 5 ცენტს შეადგენს, რისი მიზეზიც 1998 წელს ვენესუელის მთავრობის მიერ ბენზინის ფასის სუბსიდირების შემოღებაა, რაშიც მთავრობა ყოველწიურად ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს იხდის, ნავთობის ფასის გაუფასურებამ ვენესუელას სუბსიდიების პროგრამების გადახედვისკენ უბიძგა, თუმცა საწვავის ფასის ზრდა მთავრობისთვის არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, თუმცა ქვეყანამ მთელი რიგი სუბსიდიების შეკვეცა უკვე დაიწყო. ვენესუელა ნავთობის ფასს არამხოლოდ საკუთარი მოსახლეობისტვის, არამედ კარბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისთვისაც ახდენს. ვენესეულა სუბსიდიების შეწყვეტას კუბისთვისაც განიხილავს. 

კომენტარები