ფოკუსი

9 აპრილი,2015

- დღეს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა - ტყუილად ესხმიან თავს ამნისტიას - ასე პასუხობს მილიარდერი ტაბულას კითხვას მოკლული პოლიციელისა და შალვა აბულაძის შესახებ. ტაბულას ჟურნალისტმა ივანიშვილის მისი განცხადებებიც გაახსენა გაზრდილ კრიმინალის მიმართ გაგებით მოკიდებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი ტაბულას მისი ნათქვამის კონტექსტიდან ამოჭრაში ადანაშაულებს.

- რამდენიმე დღის წინ მოკლული პოლიციელის დაკრძალვას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ. ბექა მარგიშვილის მკვლელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ დაუკავებია.

- ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში - დღეს ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში საკუთარი ადგილის შესახებაც ისაუბრა. მილიარდერი ამტკიცებს, რომ ის კულისებიდან არაფერს არ მართავს და მას ძალიან იშვიათად ურეკავენ მთავრობიდან აზრის საკითხად.

- ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა - გიუნტერ ბეხლერმა მთავრობას მოუწოდა უსამართლო გადასახადები და ჯარიმები შეაჩეროს.

- დღეს 9 აპრილია - 1989 წელს თბილისში მომხდარი ტრაგედიის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ.

კომენტარები