უკრაინა

უკრაინის რადამ კომუნისტური და ნაცისტური პროპაგანდა აკრძალა

უკრაინის დროშა მოსკოვის მაღალსართულიანი შენობის თავზე
@varlamov

უკრაინის უმაღლესმა რადამ „დეკომუნუიზაციის პაკეტი" მიიღო, რომელიც კომუნისტური და ნაცისტური პროპაგანდისა და სიმბოლიკის აკრძალვას, საბჭოთა სპეცსამსახურების არქივების გახსნას, ასვე ნაცისტებთან და კომუნისტებთან მებრძოლი უკრაინელ აჯანყებულთა არმიის (УПА), უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ОУН) და რამდენიმე სხვა ორგანიზაციის ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ორგანიზაციებად გამოცხადებას ითვალისწინებს.

ახალი კანონის თანახმად, კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლოების დემონსტრირებისთვის სასჯელი ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აკრძალული კომუნისტურ სიმბოლოებს შორისაა საბჭოთა კავშირის გერბი, დროშა და ჰიმნი. ექვსი თვის განმავლობაში სახელი უნდა შეეცვალოს ყველა დასახლებულ პუნქტს და ქუჩას, რომელთა სახელი კომუნისტურ წარსულს უკავშირდება, უნდა მოხდეს კომუნისტური რეჟიმის ძელგების დემონტაჟი.

კანონი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებისთვის სოციალური შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ოფიციალური ტერმინოლოგიიდან ამოღებულია ცნება „დიდი სამამულო ომი" და მის ნაცვლად „მეორე მსოფლიო ომი" იქნება გამოყენებული. 8 მაისს უკრაინის რადამ ხსოვნისა და შერიგების დღე დააწესა.

კომენტარები