ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე 9 აპრილთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ "ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება."
"აქ ამ მოედანზე ადამიანები შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა. ჩვენ ყველა ვართ ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლა დასრულდება მაშინ, როცა საქართველო გახდება ცივილიზებული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამყაროს წევრი",-თქვა ჯაფარიძემ.





