რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, დიახ, ნამდვილად არის ცალკეული შემთხვევები, თუმცა, სტატისტიკური თვალსაზრისით კრიმონოგენური მდგომარეობა არ არის დამძიმებული. ახლა ამის საუბარი, რა თქმა უნდა, იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება, ძალიან რთულია, მაგრამ ისეთი დაცული ქვეყანაც კი, სამართლებრივი თვალსაზრისით და ეკონომიკური კეთილდღეობით, როგორიც გახლავთ ნორვეგია, ან გერმანია, არ გახლავთ დაცული იმისგან, რომ ცალკეულ ადამიანებს ექმნებათ რაღაც გარკვეული ფსიქიოლოგიური პრობლემები, ჩამოყალიბდებიან დამნაშავეებად და ა.შ. ეს დამახასიათებელია ყველა საზოგადოებისთვის. მე შემიძლია შეგახსენოთ ის ტრაგედია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გერმანიაში განვითარდა, მე შემიძლია შეგახსენოთ ასევე ანდრეს ბრეივიკის შემთხვევა, რომელმაც აბსოლუტურად დღისით, მზისით და ძალიან დაცული სახელმწიფოს ფონზე მოახერხა იარაღის შოვნა და ტერორისტული აქტების მოწყობა. კრიმინალი და ტერორიზმი არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა.
tbl.ge/bhj
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.
ამავე თემაზე
- "ღამის კლუბის მიმდებარედ ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა" - 1 პირი დააკავეს
- გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი გარდაბანში დააკავეს
- "იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს" - დაკავებულია 3 პირი
- "ნათესავს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა" - ძებნილი ბათუმის აეროპორტში დააკავეს
- "არასრულწლოვნის პორნოგრაფიას იღებდა და ავრცელებდა" - პირს 10 წელი მიესაჯა




