პოლიციელის მკვლელობა

პრეზიდენტი: ველით ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.

პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას გამოეხმაურა.

კომენტარები