საჰაერო თავდაცვა

მინდია ჯანელიძე: მემორანდუმი ვალდებულებითი ძალის მქონე დოკუმენტი არ არის

რაც შეეხება ალასანიას შეკითხვას, დამხვდა თუ არა მაგიდაზე მემორანდუმის ტექსტი, კი ბატონო დამხვდა, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა განსაკუთრებული დაგვხვდა. რა თქმა უნდა გარკვეული სამუშაო, ამას არავინ არ უარყოფს ჩატარებული იყო, თუმცა მემორანდუმი მე მინდა აღვნიშნო ცალსახად, რომ ეს არ არის რაიმე ხელშეკრულება, რაიმე ვალდებულებითი ძალის მქონე დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა შეთანხმება იყო მიღწეული და ჩვენ ამ შეთანხმებას ვარღვევთ, როგორც არაერთხელ ითქვა მათი პარტიის წევრების მხრიდან.

განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა პირველ სტუდიაში საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმზე.

კომენტარები