საჯარო ფინანსები

ნოდარ ხადურის პასუხი საგარეო ვალზე: შედი mof.ge-ზე და წაიკითხე

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგარეო ვალის ზრდის შესახებ დასმულ კითხვას არ პასუხობს. "არა, არ გაინტერესებს. საგარეო ვალზე შედი mof.ge-ზე და წაიკითხე, იქ წერია ყველაფერი", - ასე უპასუხა ნოდარ ხადურმა ტაბულას ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $5.9 მილიარდს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 35.8%-ია. საგარეო ვალის მოცულობა 2014 წლის 1 სექტემბრის მონაცემებს 3.8%-ით აღემატება. ხოლო საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა $13.1 მილიარდს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალს, კერძო სექტორის საგარეო ვალს და ეროვნული ბანკის საგარეო ვალს. 

კომენტარები