საყდრისი

გიორგაძე საყდრისზე: ეჭვი მაქვს, რომ პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა

ეჭვი მაქვს, რომ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა ამ მომენტისთვის პრეზიდენტს, იმიტომ, რომ მე ვერ შევაფასებდი ჩვენს ქმედებას, როგორც სასამართლოს უპატივცემულობას. პირიქით, ჩვენ ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულეთ სწორედ ის მოთხოვნა, რასაც გვავალებდა სასამართლო.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში".

კომენტარები