ყალბი დოკუმენტები

ოთხი პირი ცდილობდა, ვიზა ტაძრის წინამძღვრობის ყალბი ცნობით მიეღო

metro.us

საქართველოს ოთხი მოქალაქე ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, მათ საქართველოში გერმანიის საელჩოში ვიზის მისაღებად ყალბი ცნობები წარადგინეს, რომ თითქოს ისინი სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები არიან და მათი ყოველთვიური შემოსავალი, შემოწირულობის სახით, თვეში 900 ლარიდან 1300 ლარამდე შეადგენს.

სამართალდამცველებმა ყალბი ცნობები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ბრალდებულების, 1992 წელს დაბადებული ჯემალ ჭ-ს, 1990 წელს დაბადებული გოგიტა ბ-ს, 1991 წელს დაბადებული თამაზ ტ-სა და 1989 წელს დაბადებული გიორგი დ-ს წინააღმდეგ, გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები